VIDEO: საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ამის შესახებ მან დღეს "TV პირველის" წამყვანთან, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა,
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10:00 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იქნება, მცდელობები მთავარსარდალი და პოლიცია დააპირისპირონ ერთმანეთს. მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.
ახლა იქნება მცდელობა, ნაცი, ნაცი მიჩვეული ვარ, ხან ნაცი ვარ ხან "კაგებე", ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ. იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია...
მინდა, პოლიციას ვუთხრა - ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია", - ამბობს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თბილისი საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, მოსამართლე, ზვიად შარაძემ 2023 წ. 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნანახია: 1127
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პროკურატურის განცხადება!
17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

VIDEO: პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკ
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური
clickss