2025-03-20

16:32

ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!

სამართალი
12-04-2024 10:52

თბილისში, 2023 წ. 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ და განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს.

გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მსგავსი სიახლეები

2025-03-20 10:11
ბიზნეს ნიუსი

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!

მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

2025-03-18 15:13
ბიზნეს ნიუსი

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ

წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

2025-03-17 16:57
სამართალი

პროკურატურა ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს,

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის

2025-03-17 14:01
სამართალი

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩე

სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი

2025-03-14 13:29
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები