2025-01-15

14:30

ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა!

სამართალი
12-04-2024 10:52

თბილისში, 2023 წ. 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ და განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს.

გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მსგავსი სიახლეები

2025-01-15 11:12
სამართალი

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-05 16:47
სამართალი

VIDEO: მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები