2025-05-22

10:07

დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
23-04-2025 16:11

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, თურქმენეთის მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.


​შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ეკონომიკური ფუნქციის მაქსიმალურად გამოყენების საკითხზე.


„თურქმენეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ბევრად მეტი რესურსია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, საპარლამენტო რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაზე დიპლომატიური კუთხით, რათა მეტი იმპულსი მივცეთ ამ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


​შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თურქმენეთის მეჯლისთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: ზაზა ლომინაძე, ირაკლი ზარქუა და ვლადიმერ ბოჟაძე.

მსგავსი სიახლეები

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების

2025-05-16 16:50
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწი

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები