2025-05-22

09:49

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა
23-04-2025 12:37

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.


მათი ინფორმაციით, ​შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში წარმატებით ვითარდება.


​აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა შალვა პაპუაშვილის ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტზე თურქმენეთში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.


შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა თურქმენეთის ტრადიციული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე.


​ასევე, ხაზი გაესვა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა თურქმენეთის აღნიშნული სტატუსისადმი მხარდაჭერა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი“ თანასპონსორობის ინიციატივით.


​შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებსა და საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციების შორის.


თურქმენეთის მხარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ქალ დეპუტატთა და ახალგაზრდა დეპუტატებს შორის კავშირების გაძლიერების სურვილს.


​მხარეებმა, ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები.


​თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების

2025-05-16 16:50
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწი

მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები