2025-04-26

05:41

მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
16-04-2025 10:37

2025 წლის 15 აპრილს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მონტენეგროს დიასპორის მინისტრს, მირსად აზემოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობებზე, საერთო პრიორიტეტებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, რეფორმების დღის წესრიგზე და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებებზე. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები. 
კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი, რომ  საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველყოს დიასპორის ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, გააძლიეროს ურთიერთობა სახელმწიფოსა და ქართულ  დიასპორას შორის და ხელი შეუწყოს თანამემამულეებს  საკუთარი პოტენციალი - ცოდნა და კვალიფიკაცია გამოიყენონ საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.

ყურადღება გამახვილდა დიასპორასთან დაკავშირებულ  ნოვატორულ  სახელმწიფო   პროგრამებზე, რომელთა მიზანია დიასპორასთან კავშირების გაძლიერება. 

თავის მხრივ, მირსად აზემოვიჩმა ისაუბრა დიასპორის საკითხებში მონტენეგროს სახელმწიფო პოლიტიკაზე, გამოწვევებზე და ხაზი გაისვა  საქართველოს გამოცდილების გაზიარების საჭიროებას. 

მხარეები შეთანხმდნენ  დიასპორასთან ეფექტიანად თანამშრომლობის საკითხებში თანამშრომლობის  და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, აქტიურ მუშაობაზე.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 16:45
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-23 16:11
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

​შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები