2025-04-26

04:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია

პოლიტიკა
17-03-2025 14:40
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკას ეწვია. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ. ნიუ-დელიში.
კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში; ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან.
Raisina Dialogue მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელსაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის.
კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განხილავენ გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ეკონომიკური ტენდენციების საკითხებს და მრავალმხრივ თანამშრომლობას ამ მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში.
ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/.../205974-maka-botchorishvili-niu...

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 17:18
სპორტი

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

2025-04-25 16:45
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!

ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

2025-04-25 14:49
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია

2025-04-23 19:16
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია

2025-04-23 16:11
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

​შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ტურიზმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები