საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან - 2024 წლის 11 დეკემბერი!

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ესაუბრა. ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
მასში კერძოდ აღნიშნულია, რომ "საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და
ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა
მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და
მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია
ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი,
რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.
მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის
ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც
კიდევ ერთხელ მიესალმა", ნათქვამია საფრანგეთის საეჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანახია: 351
მსგავსი სიახლეები

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“ საზეიმოდ დაიხურა
საქართველომ „ბაკურიანი 2025“-ზე ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და მედლების საერთო ჩათვლაში

ოფიციალური კიევი, რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთისგან ‘კრიტიკულ’ როლს ელიან
ერმაკმა აღნიშნა, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა უკრაინის ხედვა სამართლიანი, ყოვლისმომცველი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 62:32 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენებმა მატჩში 10 ლელო დადეს. ესპანელებს ლელო ილია სპანდერაშვილმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული უკანონო
საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში

საქართველოს ჭაბუკ ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა
clickss