ლევან იოსელიანი: "სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო"

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო, მათ შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციების გაშუქებაში ჟურნალისტების როლი განუსაზღვრელად დიდია. „გუშინ იყო უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე და ჟურნალისტებიც არიან უფლებადამცველები. შესაბამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეეძლოთ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც საჭიროდ თვლიან, დაუშვებელია მათზე რაიმე ტიპის ზემოქმედება, განსაკუთრებით ის, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ რამდენიმე ჟურნალისტის მიმართ, როდესაც მოქალაქეები დაესხნენ თავს და სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული, ყველა ამ შემთხვევაზე ჩამდენმა პირებმა უნდა აგონ პასუხი“, აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არაფორმალური ჯგუფის შესახებ, რომელმაც, მისივე თქმით, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. „არ დარჩა არავინ, ვინც არ დაგმო ეს მოვლენა, ეს არის საშიში მოვლენა, როდესაც ნიღბიანი ადამიანები უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ეს შემთხვევა უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ კანონის წინაშე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ძალიან მძიმე პირობებში ახორციელებენ. „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს აქციის მონაწილეებსაც, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არ დაუშვან, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო გარემოში გააშუქონ მოვლენები ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ“, – დასძინა სახალხო დამცველმა.
ნანახია: 278
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს ან ევროკავშირი გამონახავს ძალას
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ამასთან, პრესრელიზის მიხედვით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ „ბაკურიანი 2025“-ზე მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი და
15 წლის ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით 13 თებერვალს იასპარეზებს.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა

ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა
clickss