2025-06-19

08:20

პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი მიმდინარე წლის ივნისში შეაჩერა, მაგრამ ჩვენ ველოდებოდით არჩევნებს

პოლიტიკა
29-11-2024 12:06

სამწუხაროდ, ყველაფერმა ერთად, მიგვიყვანა იმ წერტილამდე, სადაც, როგორც ევროკავშირმა, შევაჩერეთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ეს მოხდა ივნისში, მაგრამ ისევ ველოდებოდით არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რა პოლიტიკის გატარება სურს და რომელი ოჯახის წევრობა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი კავშირი. ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია, მაგრამ, ასევე, ჩვენს მრავალფეროვნებაში. სწორედ ამიტომ ერთობლივად გადავწყვიტეთ შემდგომი გაფართოება. ჩვენ გავაფართოვეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდნენ აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები. უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ. თუმცა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რა პოლიტიკის გატარება სურს, რომელი ოჯახის წევრი სურს, რომ გახდეს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ნათელი იყო: გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რომლებიც ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროპული ოჯახი დაფუძნებულია პრინციპებსა და წესებზე და მესამე ქვეყანას როდესაც სურს გაწევრიანება, ეს პრინციპები და წესები უნდა იყოს დაცული.

„სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, იყო ბევრი მოვლენა, რომელიც საქართველოს კი არ აახლოებდა ევროკავშირთან, არამედ პირიქით. ჩვენ ყოველთვის ნათლად ვსაუბრობდით, რა უნდა გაკეთდეს. ცხრა ნაბიჯი იყო საქართველოსთვის გზამკვლევი ევროკავშირთან დასაახლოებლად.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში არასაკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული ამ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. პირიქით, ამ ცხრა ნაბიჯიდან ბევრზე უკან გადავდგით ნაბიჯი. ამას დაემატა ის, რომ მიღებულ იქნა ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს. გარდა ამისა, გრძელდებოდა ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა. ვრცელდებოდა ბევრი შეთქმულების თეორია და დეზინფორმაცია საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ. ყოველივე ამან ერთად, სამწუხაროდ, მიგვიყვანა იმ წერტილამდე, სადაც, როგორც ევროკავშირმა, შევაჩერეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა უკვე მიმდინარე წლის ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ისევ ველოდებოდით არჩევნებს. გულწრფელად ვიმედოვნებდით, რომ არჩევნები ახალ იმპულსს მისცემდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. დადებითი იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ, იყო სერიოზული დარღვევები, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს. გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, 27 წევრი ქვეყანა საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს განიხილავს.

„საქართველოს საკითხი ბოლო დროს რამდენჯერმე იყო განხილვის თემა. საქართველოს საკითხს კვლავ განიხილავს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ყველა ვარიანტი განსახილველია. ამას ვამბობდით უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ვარიანტები მოიცავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობასაც. თუმცა ეს განხილული და გადაწყვეტილი იქნება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები