2025-06-13

04:03

სალომე ზურაბიშვილი - კრიზისი სახეზეა, ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც საქართველო შეიძლება, ამ კრიზისიდან გამოვიდეს

პოლიტიკა
11-11-2024 12:01

დღეს რომ ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული, დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელთა შორის არიან ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი ჩამოსვლა არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი.

„მინდა, მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ჩვენი ევროპული პარლამენტების დელეგაციას. რვა ქვეყანას წარმოადგენენ და ესენი არიან ის მართლაც ერთგული მეგობრები საქართველოსი, რომლებიც პირველი დღიდან გვერდში უდგანან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფო მშენებლობას, მის ევროპულ გზას. თუ ჩვენ მივედით შარშან, დეკემბერში იმ დონემდე, რომ მივიღეთ, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს, პირველ რიგში, ამ მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდნენ და მოგვანიჭეს სტატუსი. ეს ნდობის ნიშანი იყო უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ვიზეიმეთ დეკემბერში. დღეს რომ ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად. მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, არის ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც იძახის, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის მიმართ ხელისუფლების მიერ გადახვევა, ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაპროტესტებული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით,  ქართული საზოგადოება მართლაც ევროპულია, თუმცა ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ ჰყავს.

„ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც, საზოგადოება არის ევროპული, არის დემოკრატიული და სამწუხაროდ რომელსაც არა ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში.

ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, ვიღაც სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომ არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება, რომ იყოს. კრიზისი სახეზეა. ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც საქართველო შეიძლება, გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან რაღაცა მომენტში, რაღაც ფორმით. სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს, რათა საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს. ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში ჩვენთან ერთად ღრმად არიან დარწმუნებული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები