რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს!
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
პარლამენტთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. აქვე დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება.
გამომსვლელების თქმით, პროტესტი პერმანენტული იქნება და პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ნანახია: 169
მსგავსი სიახლეები
clickss