2024-11-02

19:32

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ

პოლიტიკა
30-10-2024 11:14
ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
მასში კერძოდ აღნიშნულია: "ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბაღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-11-01 17:22
პოლიტიკა

საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ევროკავშირი მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწ

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანა ევროკომისიის 2023 წლის

2024-11-01 12:01
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებულ იქნა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთო/ოდი

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა პირიქით მოხდა და ამ ტერმინოლოგიის არგამოყენება გახდა სპეკულაციის საგანი, თუმცა მთავარ

2024-11-01 11:30
სპორტი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

ფინალამდე მირიან მაისურაძემ ინდოელ და სლოვაკ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელ მოჭიდავესთან ორთაბრძოლაში

2024-10-31 16:51
პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: განვითარებული მოვლენები ძალზე შემაშფოთებელია, აცხადებს ევროკავშ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა გამოავლინოს

2024-10-31 16:34
სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ!

საქართველო - უკრაინის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები