ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს უკან კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
პოლიტიკა
18-09-2024 12:09
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს უკან კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ამის შესახებ ჯ. ბორელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს: „საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის.
მოვუწოდებ საქართველოს გაიწვიოს ეს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს.“
ნანახია: 225
მსგავსი სიახლეები
clickss