ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში,2024 წლის 15 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან ალ საფადისთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და მჭიდრო თანამშრომლობას.ილია დარჩიაშვილმა და აიმან ალ საფადიმ მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე აღინიშნა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობა.
მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზეც, რაც დამატებით იმპულსს შესძენს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის. ილია დარჩიაშვილმა აიმან ალ საფადის გააცნო ქართული მხარის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ილია დარჩიაშვილმა იორდანიის მეფე აბდულა II იბნ ალ ჰუსეინი მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.
ნანახია: 395
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია

27 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში 2025 იწყება!
აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა!
ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია
clickss