2025-01-17

21:18

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება!

პოლიტიკა
12-08-2024 13:08

პარიზის ოლიმპიადის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. აღნიშნული უდიდესი წარმატება გვინდა მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს.

ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:

- ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
- ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
- გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.

ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:

- ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
- ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
- გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;
- ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-01-17 12:25
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა

2025-01-17 11:43
პოლიტიკა

საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლები გაიფიცნენ

დედაქალაქ თბილისისა და სხვა ქალაქებში კერძო სექტორის ზოგიერთმა თანამშრომელმა გუშინ

2025-01-16 15:30
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის

2025-01-15 14:39
პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გააცნო, რომელიც

2025-01-15 10:57
პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ

აღნიშნული ინფორმაცია პარტიის პრეს-სამსახურშიc დაუდასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები