პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს.
„მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა, კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას",- მიმართა პრემიერმა ფეხბურთელებს.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მნიშვნელოვან როლს და ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრი ფეხბურთელებს სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით მთავრობის გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონი აშენდება, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ნაკრებს სიტყვით მიმართა და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 523
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა
თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა
მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს
საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად
clickss