28 მაისს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნა

28 მაისს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე თბილისში სტუმრებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა.
დარბაზში, სადაც ღონისძიება გაიმართა, აზერბაიჯანის განვითარების ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა. პარალელურად დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები საერთაშორისო კონფერენციის COP29-ის შესახებ. ღონისძიებაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შესრულდა.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე ამ ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა ბიზნესმენებმა. ელჩმა ფაიგ გულიევმა ისაუბრა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებების თაობაზე, რომელიც დაარსდა 1918 წელს, მიუხედავად მისი 23 თვის არსებობისა.
მისივე თქმით, 1990 წლის დასაწყისში აზერბაიჯანმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა. თუმცა, იმ პერიოდში აზერბაიჯანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა. უდიდესი პოლიტიკური ლიდერის, გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანი კვლავ გაძლიერდა და თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დიდი ლიდერის პოლიტიკური კურსის წარმატებით გაგრძელების შედეგად, აზერბაიჯანმა გაათავისუფლა თავისი მიწები ოკუპაციისგან და ამჟამად ამ ტერიტორიებზე სწრაფი სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანის მიერ მრავალი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობაზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მალე ბაქო კიდევ ერთ პრესტიჟულ ღონისძიებას - COP29-ს უმასპინძლებს.
აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ფ. გულიევმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია: „ეს არის ჩვენი მეგობრობის, ძმობის და პარტნიორობის მაღალი დონის ნათელი დასტური. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა ორივე ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონის წამყვანი სახელმწიფოები არიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში.
ღონისძიება მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მუსიკოსებმა აზერბაიჯანიდან შეასრულეს აზერბაიჯანული ხალხური და ისტორიული სიმღერები, რომლებსაც სტუმრები ოვაციებით შეხვდნენ.
ავთანდილ ოთინაშვილი
ნანახია: 655
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss