2025-03-16

04:52

რა საკითხები იქნა განხილული, ერდოღან-კობახიძის შეხვედრაზე ანკარაში?

პოლიტიკა
17-05-2024 15:50

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრული დატვირთვით გააქტიურების მცდელობები გრძელდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" იტყობინება.

აღნიშნულის შესახებ, პრეზიდენტმა ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩასულ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

პრეს-კონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „10 დღეში უკვე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, როგორც ორი მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა, რომელიც 3 მილიარდს შეადგენს, ამ ციფრის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, კვლავ სრულად ამოქმედდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ბრძოლას ყველა სახის ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის FETÖ-ს და PKK-ს წინააღმდეგ“.

პრეს-კონფერენციის დროს, პრეზიდენტმა ასევე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „თურქეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები, რომლებიც ერთ ჯგუფში (F ჯგუფი) ასპარეზობენ, პირველ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ.“

პრეს-კონფერენციის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ის (ერდოღანი) არის ნამდვილი ლიდერი, რომელიც იცავს თურქი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოხარული ვართ ბატონი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი გაწეული მხარდაჭერით, მადლობას გიხდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კავკასიის ქვეყნების თანაარსებობას და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“.

თავის მხრივ, შეხვედრების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი“ გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

2025-03-14 12:59
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგ

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო

2025-03-14 12:49
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

2025-03-13 14:14
სპორტი

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს

2025-03-12 11:36
სპორტი

ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრების, მწვრთნელების ღირსების ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები