2024-07-27

10:49

ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

პოლიტიკა
15-05-2024 19:42

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, საქართველოს პარლამენტმა „დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდების“ მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო.

განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიის სახელით გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ კანონის მიღება „უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლაზე“. 

„წინსვლასთან დაკავშირებით არჩევანი საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, დარჩეს ევროკავშირისკენ მიმავალი  გზისადმი ერთგული და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი 9 ნაბიჯში“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული 9 ნაბიჯი ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში ჩამოაყალიბა. „ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემას. ისინი ასევე დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობას ეხება“, — აღნიშნა ბორელმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ: „მიუღებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე — ისევე, როგორც მათ ოჯახებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები“.

გარდა ამისა, 14 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო კანონის მიღება და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სასწრაფო მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება, რათა მათ დაიცვან ქვეყნის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, შეინარჩუნონ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია და დარჩნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, — აღნიშნა EaP CSF-ის მმართველი კომიტეტის წევრმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ეროვნულმა ფასილიტატორმა, ნათია კუპრაშვილმა.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2024-07-26 11:30
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინ

ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც. რადიკალურ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნისონში მყოფი უცხოელების

2024-07-24 15:23
პოლიტიკა

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება!

26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური

2024-07-23 15:22
სპორტი

საქართველოს ოლიმპიური ციფრები

ქართველ ოლიმპიელებში გვყავს ორი ისეთი სპორტსმენიც, რომლებსაც ოლიმპიურ სარბიელზე სამივე

2024-07-23 12:33
პოლიტიკა

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს 2024 წლის იანვარში ქ. რიადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

2024-07-22 11:14
სპორტი

ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად Challenger-ის ტურნირის ფინალში ითამაშა

ფინალამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხი, ყაზახი, სლოვაკი სპორტსმენები დაამარცხა. ნახევარფინალში მან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები