სახელმწიფო მდივნის მოადგილის ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს. ს. ო’ბრაიენი 14 მაისს საქართველოს, თბილისს ესტუმრა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს. ს. ო’ბრაიენი 14-17 მაისს საქართველოში, თბილისს და მონტენეგროში, კოტორსა და პოდგორიცას ეწვევა. საქართველოში ის შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრები შეეხება ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მტკიცე ერთგულებას და საქართველოს სწრაფვას მშვიდობიანი, წარმატებული და ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ.
მონტენეგროში, კოტორში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ო’ბრაიენი მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ ბალკანეთის განვითარების გეგმის რეგიონალურ ლიდერთა სამიტში ევროკავშირის პარტნიორებსა და რეგიონის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად. სამიტში მონაწილეობისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ზრდის შესაძლებლობაზე, რომელიც შეთავაზებულია ევროკავშირის მიერ დასავლეთ ბალკანეთის განვითარების გეგმაში, და განამტკიცებს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზის მიმართ. მონტენეგროში ყოფნისას , სახელმწიფო მდივნის მოადგილე ო’ბრაიენი შეხვდება მონტენეგროს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს, მონტენეგროს სრული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ორმხრივი თანამშრომლობის განსახილველად.
ნანახია: 587
მსგავსი სიახლეები
clickss