2024-10-15

04:01

საქართველო: უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე

პოლიტიკა
26-04-2024 10:39

უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის სახელით სიტყვით გამოვიდა იანეზ ლენარჩიჩი, ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში.

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან . 

ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპარლამენტის პატივცემულო წევრებო,

გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შარშან შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან უკვე ვნახეთ. ყველა ასაკის მოქალაქეებს ხელში ქართული და ევროპული დროშები ეკავა, ისინი აჩვენებდნენ დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მტკიცე ერთგულებას. მაშინ მმართველი პარტია და მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ დაპირდა, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდება.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ. ისევე როგორც შარშან, ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. თუ მიიღეს, ეს  ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ.  შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირებას. ეს ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

კომისიამ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს - კერძოდ განსახორციელებელ ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი წინსვლა ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და საერთო ტემპს.

დაბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება მაშინ არის წარმატებული, როდესაც მთელი ქვეყანა ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება. ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც შესაბამისობის ვალდებულება.

მადლობა.

ვიდეოს ბმული (დაწყება 1:15 საათზე): https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-256052

დასკვნითი სიტყვა

პატივცემულო პრეზიდენტო და  ევროპარლამენტის წევრებო,

დღევანდელი დებატები ცხადყოფს, რომ ვიზიარებთ სურვილს ვიხილოთ საქართველოს წარმატება რეფორმების განხორციელებასა და მის ევროპულ გზაზე. ესეც საქართველოს მოსახლეობის სურვილია. ახლა კი, საჭიროა საქართველოს ლიდერებმა, გულდასმით იმუშაონ რეფორმების განხორციელებაზე,  რომ წინ წავიდნენ ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მოითხოვს ახალ ძალისხმევას და ასევე ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას ზრდის.

ამ შემოდგომაზე გაფართოების შესახებ შემდეგი ანგარიშის წინ, ევროკავშირი გააგრძელებს წარდგენილი რეფორმების მონიტორინგს. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ყველა ძალისხმევას რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მკაფიოდ დავგმობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდაა.

და დღეს ვგმობთ კანონის ხელახალი წარდგენის მცდელობას, რომელიც გასულ წელს უკვე დავგმეთ.

მადლობა.

ვიდეოს ბმული: https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-256054

 

მსგავსი სიახლეები

2024-10-12 10:44
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მარცხით დ

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის

2024-10-12 10:30
პოლიტიკა

ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით

2024-10-11 16:18
ეკონომიკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 1 დღე

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე

2024-10-10 17:53
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“),

2024-10-10 11:27
პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება!

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები