2024-12-12

07:48

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა
18-04-2024 11:50

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას.
აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ესკალაციის პრევენციის მიმართულებებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანდატის შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება და საქართველოს მთავრობა მზად არის, მტკიცედ განაგრძოს თანამშრომლობა EUMM-თან, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმთან.

პრემიერ-მინისტრი ასევე მიესალმა მისიის მანდატის 2024 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

2024-12-11 15:59
პოლიტიკა

საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან - 2024 წლის 11 დეკემბერი!

მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ

2024-12-11 14:25
პოლიტიკა

ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“: ძალადობა არ არის პასუხი დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებულ

ევროკავშირი მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს მასობრივი დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდება

2024-12-11 13:48
პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების

2024-12-11 13:32
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართვ

როგორც მომხსენებლები აცხადებენ, დაკავებების დროს პოლიციის ძალადობა აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის

2024-12-10 17:05
პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქციები მე-12 დღეა გრძელდება!

აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებში დაკავებულების გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები