2025-04-30

07:13

აშხაბადში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა

პოლიტიკა
16-02-2024 11:54

2024 წლის 15 თებერვალს, აშხაბადში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა. კონსულტაციებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო თურქმენეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერდარ მუხამეტდურდიევი.

საქართველო-თურქმენეთის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს, აღინიშნა მაღალი  და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საპარლამენტო, საინვესტიციო, განათლების, ტურიზმის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო ლოჯისტიკურ სფეროზე და ამ მხრივ თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

დიპლომატებმა იმსჯელეს ორმხრივი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე და შეთანხმდნენ გააგრძელონ სისტემატური დიალოგი მის შემდგომ განვითარების მიზნით.

შეხვედრებზე, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, თურქმენეთის მხარეს მიეწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ. თურქმენულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა გაიმართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 16:12
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვ

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა

2025-04-29 13:32
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს,

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-29 11:16
პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები