“პოლიტიკის დოკუმენტის “საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება” პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა”

31 იანვარს, პოლიტიკის დოკუმენტის “საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება” პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა. დოკუმენტი კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise (გნომონ ვაიზი) მოამზადა.
დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი, ასევე შესწავლილია აღნიშნულ დარგში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული რეფორმები. საქართველოს შედარებამ სხვა ქვეყნებთან აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აგრარული სექტორის განვითარების ტემპი დაბალია. არსებული რთული მდგომარეობა კი დარგის რეფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
რეფორმირების შემოთავაზებული მიმართულების თანახმად, საჭიროა მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის წილის 4.5%-მდე კლება, მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის წვლილის 1.4%-მდე შემცირება, საშუალო ფერმის ზომის 17.4 ჰექტრამდე გაფართოება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სექტორის საბიუჯეტო დახმარების 0.48%-მდე შემცირება. ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პრინციპების დანერგვა გაზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესწავლას დაეთმო, რადგან საქართველოს ორიენტირი და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი სწორედ ამ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.
პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინეს მისმა ავტორებმა და Gnomon Wise-ის მკვლევარებმა ზვიად ხორგუაშვილმა და ეგნატე შამუგიამ. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
ნანახია: 823
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვ
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს,
მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია
საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის
clickss