დასრულდეს დისკრიმინაცია და ორმაგი სტანდარტები აზერბაიჯანის მიმართ! - თბილისში ევროკავშირის ოფისის წინ აქცია გაიმართა
ქვემო ქართლში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში ევროკავშირის ოფისის წინ აქცია გამართეს სახელწოდებით - "დაარულდეს ორმაგი სტანდარტები და დისკრიმინაცია აზერბაიჯანის მიმართ". აქცია თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე მსვლელობით დაიწყო.
Aktual.ge-ის ცნობით, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი და ზოგადად, აზერბაიჯანელები რეგიონში მშვიდობის მომხრენი არიან და არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის მიზანი.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სომხები ცდილობენ ქართული საზოგადოებისთვის არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის მიაწოდებას და შესაბამისად, დაბნეულობის გამოწვევას. მათი თქმით, ისინი ითხოვენ, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ნაღმების ტერორიზმი აზერბაიჯანის წინააღმდეგ და დანაღმული ტერიტორიების სწორი რუკები გადაეცეს აზერბაიჯანს.
200-მდე მომიტინგე, რომლებიც აქციაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, ქართულ და ინგლისურ ენებზე სკანდირებდნენ შემდეგ ლოზუნგებს" , - "დასრულდეს სომხეთის მხრიდან ეკო ტერორი", "დასრულდეს ორმაგ სტანდარტები აზერბაიჯანის მიმართ" და ა.შ.
უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის (GAIM) აღმასრულებელმა დირექტორმა, მურად მურადოვმა განაცხადა, რომ აქციის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან აზერბაიჯანის მხარდაჭერის მოთხოვნა.
„დღეს საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოება მართავს აზერბაიჯანის მხარდასაჭერ აქციას თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ. მოვითხოვთ, წარმოადგინონ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რეგიონებში დამარხული ნაღმების სწორი რუკა და წერტილი დაესვას სომხეთის მიერ განხორციელებულ ეკო ტერორს. ასევე მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა დაასრულოს ორმაგი სტანდარტები აზერბაიჯანის მიმართ", - განაცხადა მურად მურადოვმა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კავკასიის სამართლისა და ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რეზო გასანოვმა განაცხადა:
„ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობები.
ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და ვითხოვთ ორმაგი სტანდარტების შეწყვეტას აზერბაიჯანის მიმართ".
აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდა.
წყარო: https://aktual.ge/Read/35892
ნანახია: 453
მსგავსი სიახლეები
clickss