2025-03-16

04:24

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოს ეწვევა

პოლიტიკა
15-01-2024 13:03

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია რიჩარდ ნეფიუს ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაშიც.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. ორივე ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში იგი განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს.

სომხეთში კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში.

საქართველოში რიჩარდ ნეფიუ შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2025-03-14 12:59
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგ

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო

2025-03-14 12:49
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა პირველი ნახევარი საქართველოს სასარგებლოდ 15:14 დასრულდა

2025-03-13 15:06
ეკონომიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნ

პოლიტიკური არასტაბილურობა: 2024 წლის ივნისიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი, მოახლოებულ

2025-03-13 14:14
სპორტი

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბუ

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს

2025-03-12 11:36
სპორტი

ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრების, მწვრთნელების ღირსების ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ხელბურთელებმა ისტორიაში პირველად იასპარეზეს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები