2025-04-30

07:25

საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკა
12-01-2024 15:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან.

ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ  გამოცემაში „Jyllandsposten" გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან  და მასში მოცემულ  არასწორ ფაქტებსა და  პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ აღნიშნა  სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა  მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს  და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური  მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია  ცალკეული  ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის -  დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და  სამწუხაროა რომ  ოპონენტების მხრიდან  იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 16:12
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვ

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა

2025-04-29 13:32
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესს,

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-29 11:16
პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მაღალი

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები