გივი მიქანაძე პარიზში იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს სურია საად-ზოის შეხვდა.
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაზე, 2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გადასვლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტში ანალოგიური ცვლილებების თაობაზე საკომიტეტო დონეზე.
იუნესკოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში მმართველი გუნდის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საჯარო სექტორში სტაჟირება გახდა ოფიციალური და ჩაითვალა სამუშაო სტაჟში, 2024 წლიდან კი ანაზღაურებადი გახდა.
სურია საად-ზოიმ მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდობის სექტორში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით აღნიშნა სტაჟირების კუთხით მიღწეული პროგრესი.
იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე შეთავაზებული იქნა ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტის ჩართვა, აგრეთვე, სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობაზე მზადყოფნა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდნენ.
პარლამენტის პრეს-სამსახური
ნანახია: 581
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss