პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში - ტანია ჰუტი, ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის საკითხებში - იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი - ბასტიან ფლეიგი ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ნანახია: 362
მსგავსი სიახლეები

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც 34 ქულა 20 წუთზე ნაკლებ დროში დ
ამ დროის მანძილზე მან 34 ქულა, ცხრა მოხსნა, სამი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა და NBA-ს

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს არ გვაქვს ერთ ოჯახად თანაცხოვრების გამოცდილება, სწორე
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ქართველი ტანმოვარჯიშე მილა შავლაძე საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორია
რგოლით ვარჯიშის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა ნინო დათუნაშვილი, რომელმაც მე-6 ადგილი დაიკავა...

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდა
პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო

რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
მედლებისათვის ბრძოლაში დავით გოდერძიშვილმა (-73 კგ) ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა
clickss