აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და აფხაზეთიდან იძულებითი გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის.
ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ნანახია: 202
მსგავსი სიახლეები

ირანის ელჩი საქართველოში: ირანსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები ეფუძნება ღრმა კულ
2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა. თუმცა, ორი ქვეყნის პოტენციალის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი თურქეთის ელჩს, ალი ქაან
ლევან მგალობლიშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს მიერ განხორციელებული

„ტავ ჯორჯიამ“ აშშ-ში გამართულ ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიების ფარგლებში „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე სადისკუსიო ნაწილს დაესწრო.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 55-ე ყოველწლიური შეხვედრები იწყება თემით „თანამშრომლობა ინტელექტ
შვეიცარიის დაბა დავოსში გამართული სამიტის ფარგლებში დღეს საღამოს გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიის

პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში „ეფეს საქართველო" მხარს დაუჭერს „ფონდი საქართველოს აგრობიზნესის
ღონისძიების პირველ ნაწილში პრეზენტაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებმაც კერძო სექტორთან
clickss