ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC რეკორდული შედეგით დასრულდა - გამარჯვებულები უკვე ცნობილია

28 ოქრო, 113 ვერცხლი და 177 ბრინჯაო - ასეთი რეკორდული შედეგით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC Wine and Spirits Judging in Geogia, რომელშიც 150 კომპანიის 420 ღვინო და სპირტიანი სასმელი იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წელს მწარმოებლებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.
საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 24 კომპანიის 52 ღვინო და სპირტიანი სასმელიც იყო წარმოდგენილი.
ქართულ საკონკურსო ნიმუშებს რეკორდული რაოდენობის 24 ოქროს მედალი გადაეცათ, მათ შორის, 22 ღვინოს და 2 ბრენდის, ხოლო ვერცხლის მედალი 109 ღვინოსა და 4 სპირტიან სასმელს ერგო. როგორც კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელთან შედარებით როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედლების რაოდენობა 36-36%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წელთან მიმართებაში ვერცხლის მედლის მფლობელთა მაჩვენებელი, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.
საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი მეღვინეობა თელიანი ველი. კონკურსის მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ჯეპრა.
კონკურსის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, bp.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge
ნანახია: 754
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და
clickss