აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 პროცენტამდე ზრდის

საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინთან შედარებით შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი კი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.
ამასთან, როგორც აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.
„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა. ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება“, – განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
ანგარიშის თანახმად, ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში, თუმცა ივნისში 2.2% დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა გახდა, ნავთობპროდუქტებზე არასტაბილური, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლზე მომატებული ფასების გამო. შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსისა და ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ თავიდან აიცილა ფასების უფრო სწრაფად მატება.
2024 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების 18.5%-ით ზრდის შედეგად აღმოიფხვრა ფისკალური დეფიციტი. დაბალანსებულმა ბიუჯეტმა და სტაბილურმა ლარმა მიმდინარე წლის შუაში, მშპ-ში სახელმწიფო ვალის წილი 38.9%-მდე შეამცირა, რაც გასულ წელს 39.2% იყო. ჯამურად 30.3%-ით შემცირდა სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან — 71.4%-ით. მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ დააბალანსა აშშ-დან და ევროპიდან გაზრდილმა გადმორიცხვებმა.
„მიმდინარე ანგარიშზე შესაძლოა იმოქმედოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და გეოპოლიტიკურმა რისკებმა და ზეწოლა მოახდინოს გაცვლით კურსზე. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორადი ეფექტის შედეგად შეფერხებულმა ვაჭრობამ შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე იქონიოს გავლენა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე გაზრდილი ფასების გამო შექმნას ინფლაციური წნეხი“, – წერია აზიის განვითარების ბანკის ახალ ანგარიშში.
ნანახია: 1183
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: მრავალი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთს შორის მეგო
ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვან

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთ
სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის

დიდიე ტღებიუკი - საქართველოს მთავრობასთან გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც იქნება მნიშვნელოვ
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი

საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციამ ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი
ასოციაციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა თითოეულ დაინტერესებულ კომპანიასთან იმუშაოს ინდივიდუალურად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდ
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და
clickss