2025-02-13

16:13

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

ბიზნეს ნიუსი
03-01-2025 11:20

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

მაღაზიის გახსნას საზეიმო ხასიათი ჰქონდა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ბეკოს ხელმძღვანელმა პირებმა, და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში, სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა სახის ტექნიკა და მოწონების შემთხვევაში კონსულტანტები დაგეხმარებიან მის შეძენაში.

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, მაღაზია შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ კითხვაზე კონსულტანტები დაუყოვნებელ პასუხს გაგცემენ. „საუცხოო ტექნიკის ფართო არჩევანია. რაც ასე სასიამოვნოა, ნივთის შეძენის შემთხვევაში, კომპანია უფასოდ მიიტანს თქვენს ბინაში, დადგავს და შეგიმოწმებთ, რომ გამართულად მუშაობდეს“, - განაცხადა ფილიალში მყოფმა მომხმარებელმა, რომელმაც ახალი სარეცხი მანქანა შეიძინა.

კომპანია „ბეკო“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს.

რაღა თქმა უნდა ეს არ არის პირველი მაღაზია, რომელიც კომპანია „ბეკომ“ გახსნა. სხვა თანამედროვე სახის მაღაზიები გასულ წელს ასევე გაიხსნა თბილისის სხვადასხვა რაიონებში.

კომპანია „ბეკოს“ დევიზია „ჩვენ ვაძლიერებთ ახალ თაობებს რათა იცხოვრონ უფრო ჯანსაღად“!

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბეკოს მოგზაურობა დაიწყო 1955 წელს, როდესაც დიდმა საყოფაცხოვრებო ტექნიკამ პირველად დაიდო ბინა ყველა ოჯახში. გასული 60 წლის განმავლობაში, კომპანიამ მიზნად დაისახ, შეეცვალა მომხმარებლის ცხოვრება ინოვაციური პროდუქტებით, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს და ამავდროულად უფრო გარემომდგრადია.

კომპანიის სურვილმა, შეგვეტანა სიახლეები ჩვენი მომხმარებლებისა და გარემოს სასიკეთოდ, უკვე საკმაოდ შორს წაგვიყვანა.

ჩვენ ვართ გლობალური ბრენდი, რომელიც დღეს 135-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. ჩვენ ასევე ვართ ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ევროპის დიდი, თეთრი საქონლის ბაზარზე ინოვაციური და მდგრადი პროდუქტების ფართო ასორტიმენტით. ყველა ამ გამოცდილებამ და ჩვენმა ბრენდის მემკვიდრეობამ უზრუნველყო ჩვენი ადგილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის 3 უმსხვილეს ბრენდში ევროპის მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

2025-02-11 11:47
ბიზნეს ნიუსი

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე

ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია

2025-02-11 10:45
ბიზნეს ნიუსი

საუკეთესო რჩევები კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობისთვის

განათლება. ცოდნა ძალაა, განსაკუთრებით ბაზარზე, სადაც არის კრიპტოვალუტა. ვაჭრობის დაწყებამდე

2025-02-08 14:12
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც

2025-02-08 13:54
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2025-02-04 15:11
ბიზნეს ნიუსი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თ

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები