ნიკო ფიროსმანი - IWSC-ის 2024 წლის ღონისძიების მთავარი თემა!

ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს!
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს IWSC წელს მესამედ მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკო ფიროსმანია. აღსანიშნავია, რომ შარშანდელმა კონკურსმა, რომლის კონცეფცია ტრადიციული ქართული სუფრის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა, საერთაშორისო ჟიურისა და მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წლევანდელი ღონისძიება აგრძელებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ასპექტების წარმოჩენას. ნიკო ფიროსმანი, როგორც ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, მნიშვნელოვანი შთაგონების წყაროა, როგორც მეღვინეებისთვის, ისე დეგუსტატორებისთვის. მისი შემოქმედება კი, სრულად ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის ტრადიციებს.
ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მაღალ სტანდარტებს წარმოაჩენს, არამედ მსოფლიო საზოგადოებას საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან აახლოებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ლონდონში გამართულ ქართული ღვინოების გამოფენაზე, სადაც IWSC-ის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები იყო წარმოდგენილი, ორგანიზატორებმა პავილიონი ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრის ელემენტებითა და ორნამენტებით მორთეს.
შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG
ნანახია: 806
მსგავსი სიახლეები

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.
clickss