2025-03-19

20:01

თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში "გურთიადი", წარმატებით ჩატარდა ასოციაციის საერთო ფინანსური კრება

ბიზნეს ნიუსი
23-10-2024 13:02
19 ოქტომბერს თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში "გურთიადი", წარმატებით ჩატარდა ასოციაციის საერთო ფინანსური კრება, რომელსაც ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ქალაქ ბათუმში, პროფესორი ადნან ალთაი ალთინორსი.
ელჩმა ორბაიმ მის სიტყვაში მიმოიხილა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და განაცხადა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა და წელს ნავარაუდევია ეს რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზარდოს. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური მიდგომებით გაიზარდოს ქვეყანაში ინვესტიციები.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა მიმოიხილა წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები, მიმართა წევრებს სიტყვით და გააცნო "გურთიადის" ხედვა და სამომავლო გეგმები.
გარდა ამისა, კრებაზე ჩატარდა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ქალბატონი მარიანა სისვაძის მიერ შედგენილი წიგნაკის - „შრომის სამართლის აქტუალური საკითხები“ პრეზენტაცია. წიგნაკი წევრებს დაურიგდათ. წიგნაკი ეხმიანება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და წარმოადგენს გზამკვლევს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის.
ასოციაციის საერთო ფინანსური კრება დასრულდა საქმიანობის ანგარიშისა და მმართველი და საზედამხედველო საბჭოების ანგარიშების ჩაბარებით; შემოსავალ-გასავლის ცხრილის წარდგენითა და განხილვით.
კრების ბოლოს სასაჩუქრე კრისტალები და სერტიფიკატები გადავეცით ჩვენს წევრებს, რომელთაც ასოციაციიაში ყოფნის 20 და 10 წელზე მეტი შეუსრულდათ. სერტიფიკატები გადაეცათ ახალ წევრებსაც.
შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.
ასოციაციის მიზანია იყოს ისეთი ასოციაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი საფუძვლების შესაბამისად, სამართლებრივი რეგულაციებისა და ჩვენი ასოციაციის წესდების ფარგლებში იმოქმედებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი სურვილია, უწყვეტი ინსტიტუციონალური განვითარების და წევრთა კმაყოფილების საფუძველზე, ბიზნესმენთა ლიდერობის  მახასიათებლების, სოციალური პასუხისმგებლობებისა და სოლიდარობის სულისკვეთება განვავითაროთ და ასოციაციის საქმიანობითა და მის მიერ შესაბამისი პლატფორმების ჩამოყალიბებით, საქართველო-თურქეთს შორის უკვე არსებულ ურთერთობებში, სხვა ქვეყნებისთვისაც, სამაგალითო წვლილი შევიტანოთ.

მსგავსი სიახლეები

2025-03-18 15:13
ბიზნეს ნიუსი

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ

წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

2025-03-14 13:29
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ

ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

2025-03-13 12:06
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2025-03-12 16:15
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის

2025-03-08 09:55
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" ყველა ქალბატონს დიდი სიყვარულით ულოცავს ქალთა საერთა

გაზაფხულის დღესასწაულებს და უძღვნის მათ ამ თბილ და ტკბილ სარეკლამო რგოლს.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები