2025-04-26

05:57

IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნეს ნიუსი
07-10-2024 15:37

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.


IWSC (International Wine and Spirit Competition) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ღვინის კონკურსია. საქართველოში მისი ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე.
წელს, IWSC-ს კონკურსზე ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ ღვინის გარდა, საკუთარი ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები წარმოადგინონ და მსოფლიოს ღვინის გარდა, ავთენტური ლოკალური სასმელები გააცნონ.


წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიები და ღვინის კონსულტანტები:

 
დეივიდ კერმოდი - გამოცდილი ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი
გეორგიოს იორდანიდისი - Annabel's London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი
ვილ ჰილი - Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი
რეიჩელ პოგმორი - Enotria-ს ღვინის ბაიერი
სანი ჰოჯი - ღვინის კონსულტანტი და ავტორი
ჰერი ქრაუთერი - Good Pair Days-ის ბაიაერი და კონსულტანტი
ერიკ ცვიბელი - The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და მასტერ სომელიე
● სალვატორე კასტანო - Friarwood-ის ღვინის ბაიერი და ევროპის საუკეთესო სომელიე

ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის შანსი, მოიპოვონ აღიარება მსოფლიო დონის ექსპერტებისგან და გაზარდონ თავიანთი ცნობადობა გლობალურ ბაზარზე.

რეგისტრაცია გახსნილია ყველა დაინტერესებული ქართველი მწარმოებლისთვის. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ოფიციალურ ვებგვერდზე: [ბმული] რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ნოემბერი. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა არ გამოტოვონ ეს უნიკალური შესაძლებლობა.


IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia არის არა მხოლოდ კონკურსი, არამედ პლატფორმა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო მასშტაბით. ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს უნიკალური ადგილი მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-25 14:44
ბიზნეს ნიუსი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება

ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

2025-04-18 16:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

2025-04-17 13:52
ბიზნეს ნიუსი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

2025-04-14 14:01
ბიზნეს ნიუსი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი

პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.

2025-04-13 16:09
ბიზნეს ნიუსი

გურთიადის ორგანიზებით გაიმართა სემინარი, რომელიც ეხებოდა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკურ ურ

მარიამ გაბუნია; სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის უფროსი, დავით ტავლალაშვილი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები