IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.
IWSC (International Wine and Spirit Competition) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ღვინის კონკურსია. საქართველოში მისი ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე. წელს, IWSC-ს კონკურსზე ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ ღვინის გარდა, საკუთარი ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები წარმოადგინონ და მსოფლიოს ღვინის გარდა, ავთენტური ლოკალური სასმელები გააცნონ.
წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჟიური ეწვევა. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიები და ღვინის კონსულტანტები:
● დეივიდ კერმოდი - გამოცდილი ღვინის მწერალი და მედია პროფესიონალი
● გეორგიოს იორდანიდისი - Annabel's London-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელი
● ვილ ჰილი - Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი
● რეიჩელ პოგმორი - Enotria-ს ღვინის ბაიერი
● სანი ჰოჯი - ღვინის კონსულტანტი და ავტორი
● ჰერი ქრაუთერი - Good Pair Days-ის ბაიაერი და კონსულტანტი
● ერიკ ცვიბელი - The Samling Hotel-ის ღვინის დირექტორი და მასტერ სომელიე
● სალვატორე კასტანო - Friarwood-ის ღვინის ბაიერი და ევროპის საუკეთესო სომელიე
ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის შანსი, მოიპოვონ აღიარება მსოფლიო დონის ექსპერტებისგან და გაზარდონ თავიანთი ცნობადობა გლობალურ ბაზარზე.
რეგისტრაცია გახსნილია ყველა დაინტერესებული ქართველი მწარმოებლისთვის. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ოფიციალურ ვებგვერდზე: [ბმული] რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ნოემბერი. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა არ გამოტოვონ ეს უნიკალური შესაძლებლობა.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia არის არა მხოლოდ კონკურსი, არამედ პლატფორმა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო მასშტაბით. ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს უნიკალური ადგილი მსოფლიო მეღვინეობის ისტორიაში.
ნანახია: 691
მსგავსი სიახლეები

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა
მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
clickss