გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა

წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს უკვე 424 მონაწილე ჰყავს!
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. წელს ფესტივალი 424 მონაწილეს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა ტრადიციულად ღვინობისთვეს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში და ტრადიციულად ახტალას პარკში გაიმართება.
სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
„ჩვენი საერთო დღესასწაული გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ 8 წლიანი ისტორიის განმავლობაში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდი აღმოჩნდა. ფესტივალს 424 მონაწილე ეყოლება, რომელთა შორის არიან, როგორც მცირე მეწარმებიი, ასევე ღვინის ქარხნები და მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული მრავალფეროვანი მუსიკის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული სივრცები სტუმრების სურვილებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. გელოდებით 12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გურჯაანში, ისევ ახტალის პარკში დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად, მრავალფეროვანი ღვინოების დასაჭაშნიკებლად, საინტერესო გემოების აღმოსაჩენად და გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად. ” - აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.
ნანახია: 787
მსგავსი სიახლეები

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.
clickss