2025-02-13

17:00

ყველაზე მასშტაბურ ღვინის ფესტივალს ტრადიციულად გურჯაანი უმასპინძლებს

ბიზნეს ნიუსი
27-08-2024 16:53

ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი ტრადიციულად გურჯაანში და ტრადიციულად ღვინობისთვეს გაიმართება.  მეღვინეობის ქალაქ, ფესტივალ 12 ოქტომბერს უმასპიძლებს.

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს.

ფესტივალზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი მუსიკალური გაფორმების ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. მართალია, პანდემიის დროს 2 წლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა განსაკუთრებულმა სტუმარ-მასპინძლობამ განაპირობა რომ, წელს ფესტივალი უკვე მეექვსედ იმართება და მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობა ყოლვეწლიურად მატულობს. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ტრადიციულად, საუკეთესო ღვინოს დააგემოვნებენ. ასევე, საშუალება ექნებათ, ქართული მრავალფეროვანი მუსიკის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული სივრცები სტუმრების სურვილებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასე რომ, გელით ყველაზე სტუმართმოყვარე ფესტივალზე,“ - აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე და და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3yd9rXf

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის განვითარება და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

მსგავსი სიახლეები

2025-02-11 11:47
ბიზნეს ნიუსი

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე

ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია

2025-02-11 10:45
ბიზნეს ნიუსი

საუკეთესო რჩევები კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობისთვის

განათლება. ცოდნა ძალაა, განსაკუთრებით ბაზარზე, სადაც არის კრიპტოვალუტა. ვაჭრობის დაწყებამდე

2025-02-08 14:12
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც

2025-02-08 13:54
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" კომპანია „ეფეს საქართველოს“ ამჟამინდელი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს

2025-02-04 15:11
ბიზნეს ნიუსი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თ

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები