მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, Air China-სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააჩქარა

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის. ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ძალიან დიდი სტიმული მისცა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მისივე თქმით, ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის ავიაკომპანიებთან, Air China-სთან კი აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება დააჩქარა.
„Air China-ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზე“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ნანახია: 782
მსგავსი სიახლეები

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის
clickss