2024-07-22

02:27

საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

ბიზნეს ნიუსი
27-06-2024 17:56

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ლიბერალიზაციას საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა ყურის არაბულ სახელმწიფოსთან. საქართველოს მიმზიდველობას ისიც აძლიერებს, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ დიდ ეკონომიკასთან - ევროკავშირთან და ჩინეთთან. საქართველოს ეს სტრატეგიული უპირატესობა არაბულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენონ და მიიღონ ამ ბაზრებზე წვდომა. ამ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. 

შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ემირატების მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ. 

არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი  არაბულ ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 39%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 73%-ით. 

შეთანხმება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა სექტორში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან 2023 წლის მონაცემებით საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

2024-07-18 12:36
ბიზნეს ნიუსი

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2024-07-10 15:25
ბიზნეს ნიუსი

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა

2024-07-10 14:47
ბიზნეს ნიუსი

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.

2024-07-08 13:19
ბიზნეს ნიუსი

კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა.

2024-06-28 15:37
ბიზნეს ნიუსი

Social Impact Award 2024-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები