2024-07-27

12:03

საუკუნის გამოცდილება - თქვენს ჭიქაში!

ბიზნეს ნიუსი
11-06-2024 15:43

ღვინის კომპანია „ვაინ კახეთმა“ პირველ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და პირველი ბოთლიც უკვე გახსნა.

7-9 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშირისო გამოფენაზე, კომპანიის მიერ ჩამოსხმულმა ღვინომ მაღალი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის ფარგლებში, „ვაინ კახეთის“ ღვინით დაინტერესდნენ, ევროპული და აზიური ბაზრის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები.

კომპანიამ უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა, როგორც ექსპორტის, ისე ღვინის შიდა ბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით.

ვენახისთვის ადგილის შერჩევიდან, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმამდე, პროცესის ყველა ეტაპი მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში გამოცდილ სპეციალისტებთან ერთადაა გავლილი. ინსტიტუტი კი, რომლის ბაზაზეც ღვინის კომპანია შეიქმნა, ერთი საუკუნეზე მეტია, 1921 წლიდან აგროვებდა გამოცდილებას.

„ვაინ კახეთი“, ამ ეტაპზე, 150 ჰექტარზე, გაშენებული ოთხი ჯიშის ვაზიდან იღებს მოსავალს - საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე და ქისი. საფერავი, ჯიშისთვის საუკეთესო რაიონში, მუკუზნის ზონაშია გაშენებული, რქაწითელი კი - წინანდლის ზონაში.

კომპანია რეგიონში ერთერთი ყველაზე დიდი წარმადობის ღვინის ქარხანას ფლობს, რომელიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.

ვივი - მევენახეობის და მეღვინეობის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

თელავში, იქ, სადაც „ვაინ კახეთის“ გუნდი შეიკრიბა, საუკუნის წინ, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პირველი ექსპერიმენტული სადგური დაარსდა. მეცნიერებმა დაიწყეს უძველესი, აბორიგენული ჯიშების ძიება, მოპოვება და შენარჩუნება; ახალი ჯიშების გამოყვანა; დარგის განვითარება, უძველესი ტრადიციებისა და სიახლეების გამოცდის გზით. შედეგად,

ქართული ღვინო მოექცა მსოფლიო დონის მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესის ქვეშ და 1962 წელს, სწორედ, ინსტიტუტში, მსოფლიო კონგრესი ჩატარდა.

ის, ვინც აფასებს ღვინის ხარისხს - ვისთვის შეიქმნა „ვაინ კახეთი“

ნამდვილი ქართული ღვინო, რომელსაც ყველგან გამოარჩევ - „ვაინ კახეთმა“ ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახისთვის ადგილის შერჩევით დაიწყო. შეირჩა თითოეული ჯიშისთვის საუკეთესო ზონა. მაღალი ხარისხის ნერგები მსოფლიოში უდიდესი სანერგიდან, იტალიური „რაუშედოდან“ ჩამოვიდა. კვალიფიციური მეღვინეების გაბედული გადაწყვეტილებები - უნიკალური გამოცდილების ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოყენება - ქმნის მაღალ ხარისხს. „ვაინ კახეთის“ ღვინო შეიქმნა მათთვის, ვინც აფასებს ღვინის ხარისხს, პატივს სცემს ტრადიციებს და არ ეშინია ექსპერიმენტების.

„ვაინ კახეთის“ სამომავლო გეგმები

ღვინის კომპანიის დირექტორი ლევან ზილფიმიანი ამბობს, რომ „ვაინ კახეთის“ სამომავლო გეგმა, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე, მისი ხარისხის შესაბამისად,  დომინანტ ადგილზე დამკვიდრებაა. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს, - „ვაპირებთ, „ვაინ კახეთმა“ ქართული ღვინის, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტის რეპუტაცია, ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებზე გაამყაროს. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით.

ასევე, ღვინის ქარხნის მიმდებარედ, გაიხსნა სპირტის სახდელიც, რაც ჩვენი კომპანიის ერთერთი მთავარი მიმართულებაა“.

შეგახსენებთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი 1921 წლიდან აგროვებს და ზრუნავს ქართული ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და გაზრდაზე.

 

მსგავსი სიახლეები

2024-07-26 12:42
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრებ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარემ, და მმართველი საბჭოს წევრებმა მათ გადასცეს ასოციაციის მიერ

2024-07-23 17:53
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი - კახეთის მთავარი მოვლენა წელს 12 ოქტომბერს გაიმართება

2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო

2024-07-18 12:36
ბიზნეს ნიუსი

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2024-07-10 15:25
ბიზნეს ნიუსი

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა

2024-07-10 14:47
ბიზნეს ნიუსი

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები