EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კრედო ბანკს საქართველოში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) მხარდასაჭერად დაფინანსების პაკეტით უზრუნველყოფს.
შეთანხმება გაფორმდა EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს 15-16 მაისს ერევანში გაიმართა.
EBRD სესხის სახით დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარს (9.28 მილიონი ევრო) გასცემს. თანხა მოხმარდება ადგილობრივი კომპანიებისთვის კრედიტების გაცემას, ფინანსებზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ყურადღება მიექცევა იმ საწარმოებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ფუნქციონირებენ.
კრედო ბანკი დაფინანსებას უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში უზრუნველყოფს. სესხის აღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბანკის ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით. ამ ინიციატივით ასევე გაგრძელდება ქალების მიერ მართული ბიზნესისა და სოციალურად ნაკლებად დაცული ჯგუფების მხარდაჭერა.
დღეისათვის EBRD-ს საქართველოს ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების 296 პროექტში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ამ ინვესტიციებიდან 83 პროცენტი კერძო სექტორს მოხმარდა.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1287
მსგავსი სიახლეები

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში!
მომხმარებლის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით მომსახურების სრულყოფა და პერმანენტული

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია,” აანონსებს მაშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდს და საფ
წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური, მინერალური წყალია კომპანია

საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ანგარიში: ეკონომიკურ ზრდას პოლიტიკური, სამუშაო ძალისა და სტრუქტ
ანგარიშში ხაზგასმულია ბიზნესის წინაშე არსებული სამი მნიშვნელოვანი დაბრკოლება: შეუშალოს ხელი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორი
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მიმდინარე ტენდენციები ეროვნული ბანკის
clickss