2024-07-27

11:41

საქართველოს ბუღალტერთა ფედერაცია შვეიცარიის ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ფინანსური საკონსულტაციო სერვისების ათვისებას

ბიზნეს ნიუსი
15-05-2024 20:06

დღეს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ (ბაფ) და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულმა ფედერაციამ (საბფმფ) რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მხარდაჭერის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გააზიარეს. თბილისში, სასტუმრომარგოში“ გამართულ ღონისძიებაზე, ფედერაციებმა განმარტეს, თუ როგორ გაუმჯობესდა რეგიონული ბუღალტრების კვალიფიკაცია მათ ქსელებში, მას შემდეგ, რაც  გაუმჯობესებული ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება დაახლოებით 700 მცირე და საშუალო ბიზნესს მიეწოდა. ღონისძიებამ მოიცვა მრგვალი მაგიდის დისკუსია რეგიონულ ბუღალტრებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სამთავრობო სტრუქტურის, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, აწარმოე საქართველოშის და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. ფედერაციებს ინიციატივაში მხარი დაუჭირა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში.

ღონისძიების გახსნისას, ბექა თაგაურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, განაცხადა: შვეიცარია ხელს უწყობს თანასწორობას საქართველოში რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაფინანსებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური განათლებისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ვხედავ შვეიცარიის წვლილს საქართველოს რეგიონებში ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების ბაზრის გაძლიერებაში“.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ზემოთ აღნიშნულ ფედერაციებს მხარი დაეჭირათ, რომ შეემუშავებინათ შესაძლებლობების განვითარების პროგრამა რეგიონში დაფუძნებული საბუღალტრო მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ბუღალტრებთან აქტიური ჩართულობის შემდეგ, მათი შესაძლებლობების ხარვეზებისა და კლიენტების მომსახურების საჭიროებების გასაგებად, ფედერაციები ჩაერთნენ 200-ზე მეტი ბუღალტრის შესაძლებლობების განვითარებაში. ტრენინგიები ძირითადი სერვისების მიწოდების შესახებ მოიცავდა შემდეგ საკითხებს: მოგება-ზარალის ანალიზი, ფულადი სახსრების ნაკადების მართვა, ბიუჯეტირება და დაგეგმვა და შესაბამის ფინანსურ პროდუქტებზე კონსულტაცია, Excel-ზე დაფუძნებული პრაქტიკული ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და რეგიონში მცხოვრები კლიენტებისთვის ფინანსური საკონსულტაციო სერვისების ღირებულების შეთავაზების მხარდაჭერა. ინიციატივის შედეგად, 700-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მომსახურება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესზე ზემოქმედების კვლევამ აჩვენა, რომ 60%-ზე მეტმა განაგრძო დანერგილი სერვისების გამოყენება, 42%-მა შეამცირა ხარჯები და დაახლოებით 25%-ს გაუუმჯობესდა ფინანსურ რესურსებზე წვდომა. 

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გაავრცელონ ინიციატივა მეტ რეგიონულ მცირე და საშუალო ბიზნესზე, ფოკუსირდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს სერვისები უფრო აქტუალური და ეფექტური, და როგორ შეიძლება შეიქმნას სინერგია და მომსახურების ღირებულება მიეწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება. ბაფ-ი აღმასრულებელმა დირექტორმა, ლავრენტი ჭუმბერიძემ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტია, ისინი მაინც გამოწვევების წინაშე დგანან რეგიონში არსებული საკონსულტაციო მომსახურების კუთხით. თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც, ადგილობრივი სერვისის მიმწოდებლების მეშვეობით, მხარს უჭერდა ბიზნესს ფინანსური ცოდნის გაზრდის თვალსაზრისით“. ელგუჯა აფრიდონიძემ, საბფმფ-ის პრეზიდენტმა, აღნიშნა: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის მხარდაჭერით, რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესებს უკვე შეუძლიათ მიიღონ ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება ჩვენს ქსელში გაერთიანებული ადგილობრივი ბუღალტერებისგან, რაც მათ შემოსავლის გაზრდასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.“

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების 2022-2025 წწ.-ის პროგრამის შესაბამისად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტი ცდილობს, გაზარდოს შემოსავლები და დასაქმება საქართველოს რეგიონებში. ამის მისაღწევად, სააგენტო იყენებს საბაზრო სისტემების განვითარების მიდგომას, რათა გააუმჯობესოს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობა ფინანსური და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისებზე. პროექტს ახორციელებს სვისკონტაქტ საქართველოს, მერსი ქორფსის და სპრინგფილდ ცენტრის კონსორციუმი. პროექტი მოქმედებს 2020-2024 წლებში (ფაზა 1).

მსგავსი სიახლეები

2024-07-26 12:42
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრებ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარემ, და მმართველი საბჭოს წევრებმა მათ გადასცეს ასოციაციის მიერ

2024-07-23 17:53
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი - კახეთის მთავარი მოვლენა წელს 12 ოქტომბერს გაიმართება

2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო

2024-07-18 12:36
ბიზნეს ნიუსი

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2024-07-10 15:25
ბიზნეს ნიუსი

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა

2024-07-10 14:47
ბიზნეს ნიუსი

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები