2024-07-27

11:56

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და მშენებლობისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა

ბიზნეს ნიუსი
15-05-2024 12:36

2024 წლის 10 მაისს 17:00 საათზე შპს “ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა დასრულდა. 

საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის 15 მარტს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ  პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. 

სატენდერო კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგელობაში ასევე წარმოდგენილი  იყო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.  პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები საჯაროდ გაიხსნა. ოთხი კომპანიიდან, რომელთაც სატენდერო დოკუმენტაცია დაეგზავნათ, ტენდერში მონაწილეობა სამმა მიიღო. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოწვეულ პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ წინადადების წარმოდგენა, რომელიც შედგებოდა ტექნიკური და ფინანსური ნაწილებისაგან.  

პროექტის სირთულისა და სპეციფიკაზე მითითებით პრეტენდენტების მიერ მოთხოვნილ იქნა სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივება, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით.

ორკონვერტიანი შესყიდვის პროცედურის თანახმად, 10 მაისის კომისიის სხდომაზე მხოლოდ ტექნიკური წინადადებების კონვერტი გაიხსნა. კომისია იმსჯელებს და განიხილავს წარმოდგენილ წინადადებებს და გამარჯვებულად გამოვლინდება ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ჯამურად (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლეს შეფასებას (ქულას) მიიღებს.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა საქართველოს მთავრობის და ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, შესაბამისად კომისია და შესაბამისი ჩართული უწყებები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს პროექტის მშენებლობის დაწყება. დღეს დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის მიღება. საზღვაო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. უახლოეს პერიოდში კომისია კონსულტანტთან ერთად იმსჯელებს გამარჯვებულის გამოსავლენად“- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2024-07-26 12:42
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრებ

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში "გურთიადის" თავმჯდომარემ, და მმართველი საბჭოს წევრებმა მათ გადასცეს ასოციაციის მიერ

2024-07-23 17:53
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი - კახეთის მთავარი მოვლენა წელს 12 ოქტომბერს გაიმართება

2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო

2024-07-18 12:36
ბიზნეს ნიუსი

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2024-07-10 15:25
ბიზნეს ნიუსი

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა

2024-07-10 14:47
ბიზნეს ნიუსი

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები