2025-05-19

19:52

მონაწილეები თავს იყრიან აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაზე დასასწრებად

ბიზნეს ნიუსი
01-05-2024 14:12

თბილისი, საქართველო (1 მაისი, 2024) — აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მონაწილეები თავს იყრიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში. წლიური შეხვედრა ხვალ იხსნება და იმ განვითარების გამოწევებს მიმოიხილავს, რომლის წინაშეც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დგას, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნული ინტელექტი და მწვანე გლობალიზაცია.

საქართველო ADB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც 2-დან 5 მაისამდე გრძელდება მთავარი თემით “ხიდი მომავლისკენ” თავს უყრის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკების მმართველებს, მთავრობების მაღალი რანგის წევრებს, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ADB-ის წევრი 68 ქვეყნიდან.

“წლიური შეხვედრა წარმოაჩენს ADB-სა და საქართველოს შორის მზარდ თანამშრომლობას და ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას რეგიონული განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართ,” განაცხადა ADB-ის მმართველმა გენერალურმა დირექტორმა ვუჩონგ უმმა. “თბილისის ადგილმდებარეობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას აღმოვაჩინოთ ფიზიკური, ფინანსური და ეკონომიკური კავშირები აზიასა და ევროპას შორის.”

საქართველო ADB-ის წევრი 2007 წელს გახდა. ADB-ის საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მულტილატერალური განვითარების პარტნიორად აქცევს.

გაეცანით ღონისძიებების სრულ განრიგს და თვალი ადევნეთ ADB-ის სიახლეებს ბანკის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის არხების საშუალებით LinkedIn,  XFacebook, Instagram.  

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1210

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები