2024-07-19

01:29

ნულოვანი ნარჩენის დღე საქართველოში - ნაბიჯი სუფთა და ჯანსაღი გარემოსკენ

ბიზნეს ნიუსი
01-04-2024 13:32

თბილისი. 1 აპრილი 2024 – 30 მარტს, ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს, მწვანე, სუფთა და ჯანსაღი გარემოს მხარდასაჭერად თბილისის მზიურის პარკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის, ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

ღონისძიების მონაწილეები, სტუმრები და ორგანიზატორები ერთად ჩაერთნენ სხვადასხვა სახის აქტივობაში, რომელთა მიზანი იყო ნარჩენების მდგრად მართვაზე ინფორმაციის გავრცელება და პლასტმასით დაბინძურების შემცირება.

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო:

·         ინტერაქტიული საგანმანათლებლო თამაშები და ქვიზები ნარჩენების მართვის შესახებ.

·         მეორადი ტანისამოსისა და წიგნების გაცვლის აქცია.

·         ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების კუთხეები, სადაც შესაძლებელი იყო პლასტმასის ბოთლებისა და მაკულატურის ჩაბარება გადასამუშავებლად.

·         ქართული ეკო-ბიზნესების გამოფენა.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოში! ასეთი ხალხმრავლობა და დაინტერესება ცხადყოფს, რომ სუფთა გარემოზე წვდომის უფლება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ნანა თაკვარელიამ, CENN-ის პროექტის მენეჯერმა.

„ნულოვანი ნარჩენის კონცეფცია მოიაზრებს ნებისმიერი ტიპის ნარჩენის გადამუშავებას და ახალ რესურსად ქცევას. საქართველოში უკვე დაინერგა ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ნარჩენების შემდეგ ოთხ ნაკადზე: საბურავები, ბატარეები და აკუმულატორები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები. ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას და მათ ჩართულობას დიდი როლი აქვს“, - განაცხადა ირმა გურგულიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ლელა აქიაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა, ხაზი გაუსვა, რომ პლასტმასით დაბინძურების შემცირება სისტემური ძალისხმევაა, რომელიც შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და ყველა სექტორს შორის კოორდინირებასა და თანამშრომლობას მოითხოვს.

„პლასტმასით დაბინძურების შემცირებისთვის, აუცილებელია კომპლექსური მიდგომის დანერგვა, რომლის განხორციელებაშიც ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და აკადემიური წრეები. ეს გრძელი გზა იწყება თითოეული ჩვენგანის, ცალკეული ადამიანის მზაობით, დავიცვათ ჩვენი გარემოსდაცვითი უფლებები და ავაშენოთ სუფთა და მწვანე მსოფლიო“, - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია:

მსოფლიოში აკუმულირებული მყარი ნარჩენების რაოდენობა მუდმივად იზრდება და წელიწადში 2 მილიარდ ტონას აღწევს. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედისთვის, 2.7 მილიარდი ადამიანისთვის, ნარჩენების სწორი და მდგრადი მართვა ჯერაც მიუწვდომელია. ნარჩენების მართვის კრიზისი ამძაფრებს კლიმატის ცვლილებას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. (წყარო: UN-Habitat. 2023)

 

საქართველოში, ბოლო ათი წლის მანძილზე, პლასტმასის წარმოება და იმპორტი 71 პროცენტით გაიზარდა, რამაც უკანონო ნაგავსაყრელების რიცხვის ზრდაც გამოიწვია. შავი ზღვის ნაპირებზე აკუმულირებული მყარი ნარჩენების 95 პროცენტს სწორედ პლასტმასა წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის 93 პროცენტი არ იქნა გადამუშავებული და ნაგავსაყრელებზე ნარჩენების სახით დაილექა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა გარემოსადმი მიყენებული ზიანი. (წყაროები: World Bank. 2021. EU/UNDP EMBLAS Project)  

 

მსგავსი სიახლეები

2024-07-18 12:36
ბიზნეს ნიუსი

სექტემბრიდან საქართველოში უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია AIR CHINA პირდაპირ ფრენებს იწყებს

ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2024-07-10 15:25
ბიზნეს ნიუსი

„ზიგზაგს“ახალი მიქს არომატი ლიმონი ლაიმით დაემატა!

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს მათზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. გადაწყვეტილება, შეგვექმნა

2024-07-10 14:47
ბიზნეს ნიუსი

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.

2024-07-08 13:19
ბიზნეს ნიუსი

კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა.

2024-06-28 15:37
ბიზნეს ნიუსი

Social Impact Award 2024-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებული





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები