2025-05-21

06:38

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფეხბურთელთა ნაკრები "ევროპის მედიათასის" ვიცე-ჩემპიონია!

სპორტი
06-05-2025 11:54
3-5 მაისს მოლდოვის დედაქალაქმა კიშინოვმა ტრადიციულ საფეხბურთო "ტურნირს - " ევროპის მედიათასი - 2025"-ს უმასპინძლა, რომელშიც მოლდოვის, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, სომხეთის, ისრაელის და უნგრეთის ჟურნალისტთა ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გასულ წელს ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა და წლევანდელი მიზანიც, სულ მცირე, ამ შედეგის გაუმჯობესება იყო.
ჯგუფში საქართველო მოხვდა მოქმედ ჩემპიონ აზერბაიჯანთან(ვისთანაც გასულ წელს ნახევარფინალში დავმარცხდით), ისრაელთან და უნგრეთთან ერთად.
ტურნირის სასტარტო შეხვედრაშივე ჩემპიონთან მოგვიწია დაპირისპირება და პირველი რევანშიც შედგა: 5:3 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მომდევნო ორი შეხვედრაც ჩვენმა გუნდმა მოიგო(5:4 უნგრეთთან და 5:3 ისრაელთან), რისი წყალობითაც ნახევარფინალში მაქსიმალური, 9-ქულიანი შედეგით გავედით, სადაც ჩვენი მეტოქე მასპინძელი მოლდოვა იყო. აქ უკვე მეორე რევანშის შანსი მოგვეცა: 2024 წელს "კოტე მახარაძის საერთაშორისო მედიათასის" ფინალში სწორედ მოლდოვასთან დავმარცხდით პენალტების დრამატულ სერიაში. ამჯერადაც, დრამატურგიით გამორჩეულ შეხვედრაში(ჯერ მოლდოველები იგებდნენ 2:0-ს და 3:1-ს, შემდეგ საქართველო დაწინაურდა 4:3), ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, 4:4 დასრულდა და ისევ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც უფრო ზუსტი ამჯერად ქართველები ვიყავით. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კიპერმა ჯგუფის მეორე მატჩში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მთელი ტურნირის ჩატარება, მათ შორის, პენალტების სერიაში გადამწყვეტი 7-მეტრიანის მოგერიება ტრავმირებულს მოუწია.
ფინალში, რუმინეთის წინააღმდეგ ძალიან ცუდი სტარტი გამოგვივიდა. მეტოქემ სწრაფი გოლების გატანა მოახერხა, კომფორტული 3-ბურთიანი უპირატესობა მიიღო და დიდი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შევძელით. რუმინელებმა 7:4 გაიმარჯვეს და პირველი ადგილი დაიკავეს, საქართველოს მედიანაკრები კი ვიცეჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბომბარდირი 9 გატანილი გოლით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული ჟურნალისტი, ცოტნე ქინქლაძე გახდა, ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი ორგანიზატორებმა ერთხმად დაასახელეს "ნომად სპორტის" დამფუძნებელი, გეგი კიკაბიძე.
"ჩვენი მიზანი - გაგვეუმჯობესებინა წინა წლის შედეგი, მიღწეულია. შარშანდელთან შედარებით 1 პოზიციით მაღლა ავიწიეთ და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენი მაქსიმუმი და ვეცდებით, მომავალ წელს უკვე ტურნირის გამარჯვებულის სტატუსი მივიღოთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს, რის გამოც რეგიონის პრესტიჟის დაცვის ვალდებულებაც ერთპიროვნულად დაგვეკისრა და ვფიქრობ, ამ ამოცანასაც თავი კარგად გავართვით"- განგვიცხადა კიშინოვში ქართული მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმ, მიხეილ აბაიშვილმა.
მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ვისი მხარდაჭერითაც განხორციელდა საქართველოს მედიანაკრების მოლდოვას ტურნირზე წარგზავნა.

მსგავსი სიახლეები

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

2025-05-15 10:28
სპორტი

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები