2025-04-30

18:40

ქართველი მოჭიდავე სოლომონ მანაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

სპორტი
11-04-2025 12:25
ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა სოლომონ მანაშვილი (125 კგ) - მან ფინალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან დათმო. ქართველი სპორტსმენისთვის ეს სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდოველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი, ნახევარფინალში კი პოლონელი კამილ კოშციოლეკი დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა: ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ტურნირზე ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

2025-04-30 15:05
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს

2025-04-30 11:37
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

ქართველმა ხელბურთელებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები არიან, გადამწყვეტი

2025-04-29 11:50
სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე დივიზიონის ჯგუფის ლიდერია

საქართველოს ნაკრები 30 აპრილს ბულგარეთს დაუპირისპირდება, 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3 მაისს ტაილანდთან

2025-04-28 14:30
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა

ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის

2025-04-27 20:46
სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები